აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 15 მაისს კატარში ამერიკელი სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მისი პრიორიტეტი ომების დამთავრებაა, მაგრამ დაამატა, რომ საჭიროების შემთხვევაში აშშ-ს ან მოკავშირეების დასაცავად ამერიკის ძალას "უყოყმანოდ" გამოიყენებს.
ტრამპი კატარში აშშ-ს ალ-უდეიდის საავიაციო ბაზას ესტუმრა, სადაც 10 000 ამერიკელი სამხედროა განლაგებული და რეგიონში აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მხრივ გადამწყვეტ როლს ასრულებს.
"ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, პრიორიტეტი კონფლიქტების დამთავრებაა და არა - მათი დაწყება, მაგრამ არასდროს დავიწყებ ყოყმანს ამერიკის ძალის გამოყენების შესახებ, თუ ეს საჭირო იქნება აშშ-ს ან ჩვენი პარტნიორების დასაცავად." - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.