ოპოზიციური პარტიები

გოგიჩაიშვილი: არჩევნებში მონაწილეობა ბოლო ზღვარია, მაგრამ ოპოზიციას დიდი შანსები აქვს

მე არ ვფიქრობ, რომ დღეს ასე მკაფიოდ დგას ეს საკითხი [ადგილობრივი არჩევნების]. ჩვენი პარტიის პოზიცია ის არის, რომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, არ დავექვემდებარებით არანაირ ზეწოლას და გადაწყვეტილება იქნება იმ მოცემულობის ადეკვატური, რაც ბოლო მომენტში, გადაწყვეტილების დროს დადგება.

[...] რაღაცის თქმა, ჩემი მოსაზრებით, მაგ ლოგიკით, გირაოს ნუ იხდიან, სასამართლოებში ნუ დადიან, ვისაც აქვს უფლება არმისვლის. მურუსიძის სასამართლო რომ დაგაჯარიმებს, ამის გადახდა ლეგიტიმური არის. საერთოდ მითხარით მაშინ, ალტერნატივას რას მთავაზობთ. [...] დღეს ასეთი კატეგორიულობა, მივიღებთ თუ არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის. [...] მე არ ვუყურებ რადიკალურად რაღაცეებს, ვფიქრობ, რომ არჩევნებში მონაწილეობის საკითხი იქნება ბოლო ზღვარი, მაგრამ ოპოზიციას რაღაც შანსები აქვს, თან დიდი შანსები აქვს. რატომ გგონიათ, რომ ყველა რადიკალურად არის განწყობილი. საიდან გადაწყდა ეს ამბავი, რომ ლეგიტიმაციის მიცემაა ოცნებისთვის.

თქვა პარტია გახარია საქართველოსთვის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ტვ პირველის ეთერში.

კომენტარები