საქართველო-აშშ

მდინარაძე: როგორც მინიმუმ, ის დუმილი რაც აშშ-ს მხრიდან მოდის, არის გაურკვევლობა

"რა უნდა იფიქროს ნებისმიერმა მოქალაქემ, ქვეყნის გარეთ შიგნით, თავად აშშ-ში, რომელიც გათვითცნობიერდება, როგორ?! საქართველოს ხელისუფლება იყო ის გამონაკლისი მსოფლიო საზოგადოებას შორის, რომელიც წინასწარ, თვეებით და წლებით ადრე ლაპარაკობდა იმას, რასაც დღეს, ამერიკელის გადასახედიდან ვამბობ - ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ლაპარაკობს და ამ დროს საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას, ან აქცევენ და ერთი რაც გააკეთეს, რაღაც აქტი შეიმუშავეს, რომელსაც ჯერ მეგობარი დაარქვეს და ამის შემდეგ თურმე ჩვენ გვჭირდება ჩინეთის და გასაგებია რუსეთი ოკუპანტია და შეიძლება რუსეთი ახსენო რაღაც კონტექსტში და გავიგეთ ეს ე.წ. რუსული ნარატივი. მაგრამ ჩინური გავლენებისგან გვათავისუფლებენ თურმე ახლა ჩვენ ჩვენი მეგობრები და წარმოუდგენელი ამბავია, ესაა ხავსი წყალწაღებული ოპოზიციისთვის. მაგრამ, როგორც მინიმუმ, ის დუმილი რაც აშშ-ს მხრიდან მოდის, არის გაურკვევლობა. არის გაურკვევლობა, მათ შორის, "დიფ სთეითთან" წინააღმდეგ ბრძოლაში.

[...]

ჩვენ ფეხზე ვდგავართ, ორ ფეხზე და ამ გადასახედიდან, დღეს რომ ეს შეგვიძლია, ასე ვილაპარაკოთ, ძალიან თამამად და ამაყად ვეუბნებით მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას, მის ხელისუფლებას რომ გაგვარკვიეთ ურთიერთობებში, გადატვირთეთ ეს ურთიერთობები.

ჩვენ თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ ხმამაღლა, თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ, საკუთარ საზოგადოებასთან პირველ რიგში და მერე ყველა პარტნიორთან ურთიერთობებში, როდესაც მეორე მხრიდან ვიღებთ უსამართლო დამოკიდებულებას, როგორც მინიმუმ დუმილის სახით, ამასთან დაკავშირებით დღეს შეგვიძლია თამამად ვილაპარაკოთ, ჯერ კულისებში, მერე საჯაროდ.

ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი, მამუკა მდინარაძე კობახიძის ღია წერილთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილის პრემიერმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს მიმართა.

კომენტარები