ქურთისტანის მუშათა პარტია

ქურთისტანის მუშათა პარტიამ დაშლისა და ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) შეიარაღებულმა ფრთამ დაშლისა და ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია ამის შესახებ დაჯგუფებასტან დაახლოებულმა მედიამ გაავრცელა. 

თურქეთის ხელისუფლებას, რომელიც ათწლეულებია ქურთისტანის მუშათა პარტიას ებრძვის, კომენტარი განცხადებაზე ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 

1 მარტს, PKK შეიარაღებულმა ფრთამ დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება PKK-ს პატიმრობაში მყოფი ლიდერის, ოჯალანის განიარაღებისკენ მოწოდებას მოჰყვა. 27, თებერვალს ოჯალანმა PKK-ს მოუწოდა, ჩაებარებინათ იარაღი და დაშლილიყვნენ. ამ ნაბიჯს მხარი დაუჭირეს როგორც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობამ, ასევე ოპოზიციურმა პროქურთულმა DEM პარტიამ. 

შესაბამისად, დაჯგუფებამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებაში აღნიშნა, რომ იმედოვნებს, ანკარა გაათავისუფლებს PKK-ს ლიდერს აბდულა ოჯალანს, რომელიც 1999 წელს მისი დაპატიმრებიდან თითქმის სრულ იზოლაციაში იმყოფება, რათა მან PKK-ს განიარაღების პროცესს უხელმძღვანელოს. მათ ასევე თქვეს, რომ პროცესის წარმატებისთვის საჭიროა შესაბამისი პოლიტიკური და დემოკრატიული პირობების შექმნა.

ეს შეიძლება იყოს დასასრული 1994 წელს დაწყებული კონფლიქტისა, რომელიც PKK-მ, რომელიც ამჟამად ჩრდილოეთ ერაყის მთებს აფარებს თავს, შეიარაღებული აჯანყება წამოიწყო და რომლის შედეგადაც 40,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები