ე.წ. კანონიერი ქურდები

თურქეთში, საქართველოს მიერ ინტერპოლის მწვანე ცირკულარით ძებნილი "კანონიერი ქურდი" დააკავეს

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მიერ, ინტერპოლის მწვანე ცირკულარით ძებნილი, ხოლო რუსეთის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი პირი დააკავა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას თქმით, მწვანე ცირკულარით ძებნილი, ხოლო ამ ეტაპზე დაკავებული ე.წ. "კანონიერი ქურდი" ბ.პ კრიმინალური ორგანიზაციის წევრობისთვის იძებნებოდა და ძირითადად რუსეთში ოპერირებდა - თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის ანტალიაში დააკავა.

ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში თურქეთის შსს-მ რუსეთის მიერ, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ლ.რ.-ც დააკავა, რომელსაც ბრალად საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობა ედება.

"ოპერაციები ჩატარდა ინტერპოლის-ევროპოლის დეპარტამენტის და მიგრაციის მართვის სამმართველოს, ჟანდარმერიის გენერალური სარდლობის KOM დეპარტამენტის და ჰატაიისა და ანტალიის პროვინციული ჟანდარმერიის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ინტერპოლის-ევროპოლის დეპარტამენტის და მიგრაციის მართვის სამმართველოს კოორდინაციით". - წერს იერლიკაია სოციალურ ქსელ X-ზე.

 

კომენტარები