ე.წ. კანონიერი ქურდები

ნიუ-იორკში რუსული კრიმინალური დაჯგუფების 15 ქართველი წევრი დააკავეს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ნიუ-იორკში 33 ადამიანი, მათ შორის 15 ქართველი დააკავეს. დაკავებულებს ბრალად რუსული კრიმინალური დაჯგუფების წევრობა ედებათ.

დაკავებულ ქართველებს შორის, ე.წ. კანონიერი ქურდები: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, ერეკლე კერესელიძე, აკაკი უბილავა, ნაზო გაფრინდაშვილი, გიორგი ლომიშვილი და მამუკა ჩაგანავა ფიგურირებენ. მათ ბრალი, რეკეტში, მკვლელობაში, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში ედებათ. 

"ჩვენ ბრალდება წავუყენეთ რუსული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების 33 წევრს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით უამრავი დანაშაულის ჩადენაში არიან ეჭვმიტანილი. ამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულები მოიცავს: მკვლელობას, ძარცვას, ჰაკერულ შეტევებს კაზინოს აპარატებზე", - თქვა მანჰეტენის პროკურორმა.

ბრალდების ოქმში ისიც მითითებულია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას უშუალო მითითებით მოქმედებდა.

კომენტარები