უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 10 მაისს კიევში "მსურველთა კოალიციის" მორიგი შეხვედრა გაიმართება.
"ეს კოალიცია გვჭირდება და ის უნდა იყოს საკმარისად ძლიერი, რათა ჩვენი საერთო ხედვის შესაბამისად უსაფრთხოება უზრუნველყოს". - თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ლიდერები ჩავლენ უკრაინის დედაქალაქში, თუმცა კვირის დასაწყისში გერმანიის ახალმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინაში ვიზიტს გეგმავს.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი 10 მაისის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. მაკრონის ცნობით, შეხვედრა შერეული სახით ჩატარდება და ლიდერების ნაწილი ონლაინ ფორმატით მიიღებს მონაწილეობას
მანამდე, 26 აპრილს, ზელენსკი რომში პაპი ფრანცისკეს დასაფლავებამდე გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრს, კირ სტარმერს, იტალიის პრეზიდენტს, ჯორჯია მელონისა და მის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს შეხვდა.
მაკრონმა შეხვედრის შემდეგ დაწერა, რომ საფრანგეთი და მისი პარტნიორები მსურველთა კოალიციის ფარგლებში მუშაობას განაგრძობენ, რათა "უკრაინაში როგორც ცეცხლის შეწყვეტისკენ, ისევე სრული და გრძელვადიანი მშვიდობისკენ" მოუწოდონ. მანვე აღნიშნა, რომ ახლა რუსეთის ჯერია, აჩვენოს, რომ ომის დასრულება სურს.
სტარმერის ოფისის განცხადებით, ის და ზელენსკი შეთანხმდნენ, რომ მომავალში რაც შეიძლება მალე კვლავ შეხვდებოდნენ.





