ევროკომისიის განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ "დიფსთეითს" გავლენები აქვს შემორჩენილი არა მხოლოდ აშშ-ის კონგრესში, არამედ ევროკომისიაშიც და ზოგადად, ევროკავშირში [...] აქამდე ნებისმიერი განცხადება, რომელიც ევროკავშირიდან გვესმოდა და რაც მომავალშიც იქნება, უკავშირდება "დიფსთეითის" დაპირისპირებას ჩვენს ხელისუფლებასთან იმის გამო, რომ მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს ვიცავთ.
კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს რაც შეეხება: ჩვენ ყველა ვალდებულებას ვასრულებთ, რაც გვაკისრია, როგორც კანდიდატ სახელმწიფოს - ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე და ა.შ.





