MEGOBARI აქტი

ევროკომისია MEGOBARI აქტზე: ნიშანია, რომ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს აკვირდება

ევროკომისიის პრესსამსახურში ინტერპრესნიუსს უთხრეს, რომ აშშ-ს კონგრესის მიერ MEGOBARI აქტის მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

გამოცემის ცნობით პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები საგანგაშოა და არ შეესაბამება იმას, რასაც ევროკავშირის სტრუქტურები კანდიდატი ქვეყნისგან ელოდებიან.

"აშშ-ს კონგრესის მიერ „MEGOBARI აქტის“ მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები საგანგაშოა და შორს არის იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან ველოდებით.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან.

ევროკავშირმა რეაგირება მოახდინა საქართველოს ხელისუფლების მიმართ ზომების მიღებით და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერებით" - უთხრეს ინტერპრესნიუსს ევროკომისიის პრესსამსახურში


6 მაისს, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს კენჭისყრის შედეგად მხარი დაუჭირა.

აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.

კომენტარები