MEGOBARI აქტი

ჯაფარიძე: უილსონისნაირი მექრთამეებისგან არაფერს არ ველოდები

უილსონისნაირი მექრთამეებისგან არაფერს არ ველოდები.

[...] მოიხედე, თქვენი უბედურება ეგაა, თქვენ არ გაინტერესებთ ქართველი ხალხი რას ფიქრობს თქვენზე, თქვენ გაინტერესებთ სხვაგან რას ფიქრობენ. [...] ჩემზე რას ფიქრობენ იცი? რომ პარლამენტის წევრი ვარ. რომ არ ფიქრობდნენ, მაშინ არ ვიქნები პარლამენტის წევრი.

[...] მოიხედე, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ჩვენი, არის ქართველი ხალხი. [...]ჯო უილსონს ვეტყოდი, რომ თავის ქვეყანას და თავის საქმეს მიხედოს... [რატომ ვარ დასასანქცირებელთა სიაში] ვერ ამოვხსენი. [...] დამოუკიდებელ ქვეყანაში, პარლამენტის წევრმა კანონს რომ მხარი დავუჭირე, ამისთვის დამასანქცირონ, ეგ არის დემოკრატია? ეგ არის უილსონისეული დემოკრატია.

ამბობს Formula-სთან სატელეფონო საუბარში პროპაგანდისტული POS TV-ს მფლობელი და ივანიშვილის წარმომადგენელი პარლამენტში ვიქტორ ჯაფარიძე.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა გამოაქვეყნა სია, თუ ვის შეეხება სანქციები MEGOBARI აქტის ფარგლებში, მისი საბოლოო დამტკიცების შემდეგ. მათ შორისაა ვიქტორ ჯაფარიძეც. 

კომენტარები