ინდოეთი-პაკისტანი

"ღრმად შეშფოთებულები ვართ" – რუსეთი ინდოეთსა და პაკისტანს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა

რუსეთი "ღრმად შეშფოთებულია" ინდოეთსა და პაკისტანს შორის სამხედრო დაპირისპირებით და ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ისაუბრა.

"პაჰალგამში ტერიტორისტული თავდასხმის შემდეგ ინდოეთსა და პაკისტანს შორის სამხედრო კონფრონტაციის ესკალაციის შესახებ ღრმად შეშფოთებულები ვართ. რუსეთი მტკიცეთ გმობს ტერორიზმს, ეწინააღმდეგება ნებისმიერი ფორმით მის მანიფესტაციას და ხაზს უსვამს მთელი საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანების აუცილებლობას ამ ბოროტების წინააღმდეგ ეფექტურად საბრძოლველად. რეგიონში სიტუაციის გაუარესების თავიდან ასარიდებლად, ყველა მონაწილე მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ" – ამბობს ზახაროვა. 

7 მაისს, ღამე, ინდოეთმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარტან პაკისტანის ცხა "ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე" მიიტანეს იერიში. 

"ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სამხედრო ოპერაცია და იერიში მიიტანეს ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე პაკისტანსა და პაკისტანის ოკუპირებულ ჯამუსა და ქაშმირში, საიდანაც იგეგმებოდა და იმართებოდა ინდოეთის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტები" – ნათქვამია განცხადებაში.

პაკისტანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერის მტკიცებით, ჩამოგდებულია ინდოეთის ხუთი გამანადგურებელი, თუმცა ეს ინფორმაცია ინდოეთს არ დაუდასტურებელია. 

ინდოეთის არმიის ცნობით, საპასუხოდ პაკისტანმა ქაშმირში მდებარე გამყოფ ხაზთან საარტილერიო ცეცხლი გახსნა.

პაკისტანის სამხედრო ძალების სპიკერმა, აჰმედ შარიფ ჩოდრიმ ადგილობრივი არხის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ პაკისტანი ინდოეთის თავდასხმას პასუხს ამ წუთებში სცემს, თუმცა, საპასუხო დარტყმების დეტალებზე არ უსაუბრია.

მისი თქმით, სარაკეტო თავდასხმების შედეგად ორი მეჩეთია დაზიანებული, ასევე, ვრცელდება ცნობები, სულ მცირე, 3 დაღუპულისა და 12 დაშავებულის შესახებ.

ამასთან, პაკისტანის თავდაცვის მინისტრის, ხაჯავა ასიფის თქმით, ინდოეთმა პაკისტანის მიმართულებით რაკეტები საკუთარი საჰაერო სივრციდან გაუშვა და რაკეტები სამოქალაქო ტერიტორიებს მოხვდა. მისი თქმით, ინდოეთის მტკიცება, რომ მათი სამიზნე "ტერორისტული ინფრასტრუქტურა" იყო – მცდარია".

კომენტარები