ინდოეთი-პაკისტანი

ინდოეთი: ჯამუსა და ქაშმირის ტერიტორიაზე ინდოეთის სამი გამანადგურებელი ჩამოვარდა

ჯამუსა და ქაშმირის ტერიტორიაზე ინდოეთის სამი გამანადგურებელი გამანადგურებელი ჩამოვარდა. ამის შესახებ Reuters-თან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს. 

რამდენიმემე საათით ადრე, ინდოეთმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარტან პაკისტანის ცხა "ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე" მიიტანეს იერიში. 

"ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სამხედრო ოპერაცია და იერიში მიიტანეს ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე პაკისტანსა და პაკისტანის ოკუპირებულ ჯამუსა და ქაშმირში, საიდანაც იგეგმებოდა და იმართებოდა ინდოეთის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტები" – ნათქვამია განცხადებაში.

პაკისტანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერის მტკიცებით, ჩამოგდებულია ინდოეთის ხუთი გამანადგურებელი, თუმცა ეს ინფორმაცია ინდოეთს არ დაუდასტურებია. 

ინდოეთის არმიის ცნობით, საპასუხოდ პაკისტანმა ქაშმირში მდებარე გამყოფ ხაზთან საარტილერიო ცეცხლი გახსნა.

პაკისტანის სამხედრო ძალების სპიკერმა, აჰმედ შარიფ ჩოდრიმ ადგილობრივი არხის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ პაკისტანი ინდოეთის თავდასხმას პასუხს ამ წუთებში სცემს, თუმცა, საპასუხო დარტყმების დეტალებზე არ უსაუბრია.

მისი თქმით, სარაკეტო თავდასხმების შედეგად ორი მეჩეთია დაზიანებული, ასევე, ვრცელდება ცნობები, სულ მცირე, 3 დაღუპულისა და 12 დაშავებულის შესახებ.

ამასთან, პაკისტანის თავდაცვის მინისტრის, ხაჯავა ასიფის თქმით, ინდოეთმა პაკისტანის მიმართულებით რაკეტები საკუთარი საჰაერო სივრციდან გაუშვა და რაკეტები სამოქალაქო ტერიტორიებს მოხვდა. მისი თქმით, ინდოეთის მტკიცება, რომ მათი სამიზნე "ტერორისტული ინფრასტრუქტურა" იყო – მცდარია".

კომენტარები