ზარდიაშვილი პოლიტიკიდან მიდის

ვანო ზარდიაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის

ვანო ზარდიაშვილი
Facebook/Vano Zardiashvili

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ ინფორმაცია ზარდიაშვილმა სააგენტო "ინტერპრესნიუსს" დაუდასტურა. 

ზარდიაშვილის მტკიცებით, ის მომავალში პოლიტიკურ თანამდებობას არ დაიკავებს და არც რომელიმე პარტიაში იქნება, თუმცა არ ამბობს რომელ სფეროში გააგრძელებს საქმიანობას.

ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ განცხადება 7 ოქტომბერს გაავრცელა.

2016 წლიდან ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის დეპუტატია, ის ქართული ოცნების წევრი იყო. 

26 სექტემბერს ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა. მოსამართლე მირანდა ერემაძის მოსმენისას გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს უთხრა, რომ მისი "მორალური ხედვები" იცის, რაზეც ვანო ზარდიაშვილმა "ბესელიას მორალისკენ" მიუთითა. ამან ეკა ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია და ვანო ზარდიაშვილს ხელით შეეხო.

კომენტარები