გერმანია

ფრიდრიხ მერცმა კანცლერობისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მიიღო

Markus Schreiber/AP

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა კანცლერობისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მიიღო.

ბუნდესტაგში მერცის კანდიდატურას 310-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, კანცლერის პოსტზე დამტკიცებისთვის კი, სულ მცირე, 316 ხმაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ ქრისტიან-დემოკრატებისა და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კოალიციას ბუნდესტაგში კანცლერის დამოუკიდებლად დამტკიცებისთვის საკმარისი მანდატი აქვს, თუმცა, კოალიციის წევრმა 18-მა პარლამენტარმა მერცის მხარდაჭერაზე მოულოდნელად უარი თქვა.

ბუნდესტაგს 14 დღე აქვს მერცის კანდიდატურისთვის ხელახლა კენჭის ყრის ან კანცლერის პოსტზე სხვა კანდიდატის დამტკიცებისთვის.

გერმანიის კონსტიტუციის თანახმად, კენჭისყრის რაოდენობაზე შეზღუდვა არ არსებობს, თუმცა, თუ საბოლოოდ აბსოლუტური უმრავლესობის მიღწევა ვერ მოხერხდება, კანდიდატის დამტკიცება ამის [უმრავლესობის] გარეშეც შესაძლებელია.

კომენტარები