შსს

გრიგოლ ბესელია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, გრიგოლ ბესელია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის მოადგილედ დაინიშნა - ინფორმაციას ტაბულას შსს-ში უდასტურებენ. 

ბესელიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა 4 აპრილს დატოვა. მის ნაცვლად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა. 

ბესელია ლიტვის მიერ სანქცირებული მაღალჩინოსანია. 

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ბესელია 28 აპრილს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით გამოიკითხა. 

კომენტარები