რუსული რეჟიმი

კობახიძე: სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება ეკონომიკური წინსვლა, მადლობა გომელაურს

[ეკონომიკურ წინსვლაში] განსაკუთრებული წვლილი უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უწყებებს მიუძღვის. 

მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ვერავითარი ეკონომიკური წინსვლა და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის შსს-ს. მადლობა მინდა გადავუხადო პირადად მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს. 

თქვენ გახსოვთ, გასული თვეების და რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ რა პროცესები გამოვიარეთ და რომ არა შსს-ს, მინისტრის, თითოეული პოლიციელის მოწოდების სიმაღლეზე დგომა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევინარჩუნებდით სტაბილურობას და შესაბამისად, არც ასეთი ეკონომიკური ზრდის მონაცემები გვექნებოდა

თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ

კომენტარები