აშშ

აშშ-ს $60 მილიონის ღირებულების გამანადგურებელი ავიამზიდიდან წითელ ზღვაში გადავარდა

აშშ-ს $60 მილიონის ღირებულების F/A-18 Super Hornet-ის ტიპის გამანადგურებელი ავიამზიდიდან წითელ ზღვაში გადავარდა. ინფორმაციას აშშ-ს საზღვაო ძალები ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, გამანადგურებლის ზღვაში მას შემდეგ გადავარდა, რაც ავიამზიდმა მკვეთი მოხვევა გააკეთა, რათა ჰუსიტების იერიშისგან თავი დაეცვა. 

იემენურმა დაჯგუფებამ 28 აპრილს გაავრცელა განცხადება, რომ დრონებითა და რაკეტებით იერიში მიიტანეს ამერიკულ ავიამზიდზე. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ცნობისთვის, ცენტრალური სარდლობის განცხადებით, აშშ-მ მარტში დაწყებული ოპერაციის შემდეგ იემენში 800-ზე მეტ სამხედრო სამიზნეზე მიიტანა იერიში, რის შედეგადაც ლიკვიდირებულია ასობით ჰუსიტი მებრძოლი, მათ შორის, დაჯგუფების ლიდერებიც. 

15 მარტიდან, ოპერაცია Rough Rider-ის ფარგლებში, აშშ-ს ჰუსიტებზე თითქმის ყოველდღიურად მიჰქონდა საჰაერო იერიშები. ოპერაციის მიზანი იმ საფრთხის აღმოფხვრაა, რომელსაც ჰუსიტები წითელ ზღვასა და ადენის ყურეში სატვირთო გემებს უქმნიან. 

"ოპერაცია Rough Rider-ის დაწყებიდან, აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ 800-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანა იერიში. იერიშების შედეგად მოკლულია ათასობით ჰუსიტი მებრძოლი და მრავალი ჰუსიტი ლიდერი". - განაცხადა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ. 

"იერიშებმა გაანადგურეს რამდენიმე სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი, საჰაერო თავდაცვის სისტემები, თანამედროვე იარაღი და საწარმოო დაწესებულებები, თანამედროვე იარაღის მარაგების ლოკაციები". - აღნიშნულია განცხადებაში. 

მიუხედავად ამერიკული იერიშებისა, ჰუსიტები – რომლებიც იემენის ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებენ და 2015 წლიდან კონფლიქტი აქვთ არაბული ქვეყნების კოალიციასთან, რომელიც იემენის საერთაშორისოდ აღიარებულ, პრეზიდენტ აბდ რაბუჰ მანსურ ალ-ჰადის ხელისუფლებას უჭერს მხარს – ამერიკულ და ისრაელურ გემებზე თავდასხმების გამოცხადებას აგრძელებს. 

ცენტრალური სარდლობამ ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჰუსიტები ამერიკულ სატვირთო გემებზე თავდასხმებს აგრძელებენ, აშშ-ს ოპერაციამ ჰუსიტების თავდასხმების სიხშირე და მათი ეფექტურობა წარმატებით შეამცირა. სარდლობის მონაცემებით, ბალისტიკური რაკეტებით იერიშების სიხშირე 69%-ით შემცირდა, ხოლო დრონებით თავდასხმების - 55%-ით. 

"ეჭვგარეშეა, რომ ირანი ჰუსიტების დახმარებას აგრძელებს. ჰუსიტებს ჩვენი ძალების წინააღმდეგ თავდასხმების გაგრძელება მხოლოდ ირანული რეჟიმის მხარდაჭერით ძალუძს. 

ჩვენ გავაგრძელებთ წნეხის გაძლიერებას მანამ, სანამ მიზანს მივაღწევთ, რაც რეგიონში ამერიკული წინააღმდეგობის თავისუფლებისა და ნავიგაციის აღდგენას გულისხმობს". - ნათქვამია აშშ-ს ცენტრალური სარდლობის განცხადებაში. 

კომენტარები