რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუსეთისთვის უკრაინის საკითხის მიმართ აშშ-ს "მოუთმენლობა" გასაგებია - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოსკოვში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას, 2023 წლის 31 აგვისტო.
REUTERS/Maxim Shemetov/Pool/File Photo

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა CBS-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთს ამერიკული მხარის "მოუთმენლობა" გასაგებია, მაგრამ ასეთი მიდგომა "რეალური პოლიტიკის" განხორციელებას ხელს უშლის.

"ჩვენთვის გასაგდებია ეს მოუთმენლობა, რადგან ამერიკულ კულტურაში ქმნით მოლოდინებს და ამ მოლოდინების გარშემო დაძაბულობას აყალიბებთ. ეს რეალურ პოლიტიკას არ უწყობს ხელს" - თქვა ლავროვმა, უკრაინასთან დაკავშირებული პრობლემების რაც შეიძლება სწრაფად გადაჭრის აუცილებლობაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებებზე კითხვის საპასუხოდ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთი ყოველთვის მზადაა მოლაპარაკებებისთვის.

"მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და თავიდანვე წარუმატებლობის გათვლით პროცესში არ შევდივართ. ეს ცუდი მომლაპარაკებლების, გამოუცდელი მომლაპარაკებლების დამახასიათებელი იქნებოდა" - თქვა ლავროვმა

კომენტარები