სახელმწიფო ბიუჯეტი

ქუთაისის აეროპორტთან სატრანსპორტო კვანძის პროექტი ზედიზედ მეორე წელია 0%-ით სრულდება

kutaisiairport.ge

ქუთაისის აეროპორტთან სატრანსპორტო კვანძის მოწყობის პროექტი, რომლის შესასრულედაც ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი 2019 წელს 0%-ით შესრულდა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშშია ნათქვამი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტისთვის წელს 5 მილიონი ლარი ქონდა განსაზღვრული, თუმცა ამ თანხიდან 2018 წლის მსგავსად სახელმწიფოს არცერთი თეთრი არ აუთვისებია. 

"რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტს „ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან (კოპიტნარი) სატრანსპორტო კვანძის მოწყობა“ (25 02 02 12) ბიუჯეტის კანონით განესაზღვრა დაფინანსება 5 მლნ ლარის ოდენობით, რომელიც მთლიანად აუთვისებელი დარჩა. აღსანიშნავია, რომ პროექტი ნულოვანი ათვისების მაჩვენებლით ხასიათდებოდა 2018 წელსაც.", — ნათქვამია აუდიტის დასკვნაში. 

2018 წელს იმავე პროექტისთვის 10 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა პროექტი მაშინაც ნულოვანი შესრულებით დასრულდა.

კომენტარები