ლაშა ტალახაძე

ლაშა ტალახაძე ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს

ივანიშვილის დეპუტატი და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს - ტალახაძე ერთადერთი კანდიდატი იყო, მას მხარი 55-მა დელეგატმა დაუჭირა.

lagazzetta.ge-ის ცნობით, ყოფილ პრეზიდენტს, კახა კახიაშვილს მეორე საპრეზიდენტო ვადა რამდენიმე თვეში ეწურებოდა და პირადი გადაწყვეტილებით, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის გამგეობას რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნის განცხადებით მიმართა. კახიაშვილი ირაკლი თურმანიძესა და ნოდარ სირბილაშვილთან ერთად ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იქნება.

ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონია. ის ასვე ფლობს რეკორდებს ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში, ტალახაძე ქართული ოცნების სიის მე-7 ნომერი იყო. ის საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტში, ივანიშვილის დეპუტატია.

კომენტარები