ინდოეთისა და პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა 26 აპრილს ქაშმირის პროვინციის საზღვარზე ერთმანეთს მორიგჯერ გაუხსნეს ცეცხლი.
ინდოეთის არმიის განცხადებით, მათ "პროვოკაციის გარეშე" დაწყებულ სროლას უპასუხეს, რომელიც 25 აპრილის ღამეს პაკისტანის რამდენიმე სამხედრო პოსტიდან დაიწყო.
ინდოეთის არმიამ ასევე განაცხადა, რომ პაკისტანის ჯარებმა ცეცხლი 24 აპრილსაც გახსნეს. ინდოეთის მხარეს მსხვერპლი არ დაფიქსირებულა.
მანამდე, ინდოეთის შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალი უფენდრა დვივედი უსაფრთხოების მდგომარეობის შესასწავლად ქაშმირის პროვინციაში ჩავიდა, სადაც 22 აპრილს ტურისტებზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევის შემდეგ პაკისტანმა ინდური ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დახურა.
მანამდე, ინდოეთმა პაკისტანთან მთავარ სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახურა.
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიკრამ მისრის თქმით, ინდოეთი აჩერებს ინდის წყლის შეთანხმებაში მონაწილეობას, რომელიც პაკისტანს რამდენიმე მდინარის წყლების გამოყენების უფლებას აძლევს.
მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტის დაკეტვის შედეგად, პაკისტანის მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ სპეციალური ვიზებით ინდოეთში მოგზაურობას.
ამავდროულად, ინდოეთი პაკისტან მოუწოდებს შეწყვიტოს "საზღვრისპირა ტერორიზმის მხარდაჭერა" – რასაც ოფიციალური ისლამაბადი კატეგორიულად უარყოფს.





