როგორც გამოცემა Reuters წერს, უკრაინის ფინანსთა მინიტრმა, სერჰიი მარჩენკომ მათთან საუბრისას თქვა, რომ უკრაინასა და აშშ-ს კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმებისთვის ხელის მოწერამდე გარკვეული საკითხები აქვთ გასარკვევი, თუმცა უკრაინული მხარე მის გასაფორმებლად "რაც შეიძლება სწრაფად" მუშაობს.
ამის შესახებ მარჩენკო გამოცემას აშშ-ში უკრაინის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიების შემდეგ ელაპარაკა.
გამოცემის თანახმად, მარჩენკოს უკრაინული მხარის კითხვების შესახებ დეტალებზე არ ულაპარაკია და ხელშეკრულების გაფორმების ზუსტი სავარაუდო დრო არ დაუსახელებია.
"პროგრესი იყო და ახლა ჩვენი გუნდები ძალიან მჭიდროდ მუშაობენ. [...] კვლავ არის რაღაც კითხვები, რომლებსაც განვიხილავთ. [...] რაც შეიძლება სწრაფად ვმუშაობთ, რომ შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ". - თქვა მარჩენკომ გამოცემასთან საუბრისას.
მანამდე, 17 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მინერალების შესახებ შეთანხმებას უკრაინული და ამერიკული მხარეები ხელს დღეს, 24 აპრილს მოაწერდნენ. თუმცა, მარჩენკომ Reuters-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ამას არ ელოდება.
გუშინ, 24 აპრილს მარჩენკო და სხვა უკრაინელი მაღალჩინოსნები აშშ-ს ფინანსთა მინისტრ, სკოტ ბესენტს შეხვდნენ, რათა იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმება და დასავლეთში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გაყინული რუსული აქტივების შესახებ შეკითხვები განეხილათ.
მემორანდუმს ხელს უკრაინის პრემიერმინისტრის პირველი მოადგილე და ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო და აშშ-ს ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი აწერენ.
მემორანდუმს ხელს უკრაინის პრემიერმინისტრის პირველი მოადგილე და ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო და აშშ-ს ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი აწერენ.
ცნობისთვის, მხარეების მიერ მემორანდუმზე ხელის მოწერის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონისთან ერთად თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართულ კონფერენციაზე, რეპორტიორებთან საუბრისას განაცხადა, რომ მინერალების შესახებ შეთანხმებას უკრაინული და ამერიკული მხარეები ხელს ხუთშაბათს, 24 აპრილს მოაწერდნენ.





