საქართველოს პროკურატურა

ზუგდიდში ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის 2 პირს 18-18 წლით პარტიმრობა მიესაჯათ

პროკურატურა/POG

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა..

პროკურატურის განცხადებით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 აგვისტოს ერთ-ერთმა ბრალდებულმა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა დაზარალებულზე, მოგვიანებით კი მეორე ბრალდებულთან ერთად დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგად დაზარალებულმა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მცდელობა), ხოლო ერთ ბრალდებულს ასევე 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა.

კომენტარები