21 აპრილს, სასამართლოს ეზოში დაკავებული გიორგი ჩხეიძე მოსამართლე დავით თეთრაულმა 4 000 ლარით დააჯარიმა.
ჩხეიძე 22 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში საბა სხვიტარიძის პროცესის შემდეგ დააკავეს. მას სამართალდამცველის შეურაცხყოფას ედავებოდნენ.
დაკავების კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ ის მანქანაში ჩასვა და ადგილიდან გაიყვანა. ჩხეიძე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დროს დაკავებული, გიორგი ოკმელაშვილის ცოლის ძმაა.
ჩხეიძის ადვოკატის, მარიკა არევაძის თქმით, ჩხეიძეს ფიზიკური დაზიანებები აქვს.
"უმიზეზოდ დააკავეს, ის ტელეფონით გადაადგილდებოდა, ამ დროს უკნიდან პოლიციელები დაესხნენ თავს და გაიტაცეს სასამართლოს ეზოდან. გიორგის აღენიშნება ძალადობრივი გატაცების დროს მიღებული არაერთი დაზიანება, მათ შორის თავის არეში აქვს კოპი, აქვს დაზიანება მკლავის არეში, მხარზე და მუხლზე, რომელიც მას აქვს მიღებული არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაკავების დროს". - თქვა არევაძემ.