ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენში მდებარე ჰუსიტების ნავთობ პორტზე საჰაერო იერიში მიიტანა.
გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, აშშ-მ საჰაერო იერიში რას იზა-ს პორტზე მიიტანა, რომელიც ამბოხებულებს ბოლო 10 წლის განმავლობაში საწვავით ამარაგებდა - შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 80 დაშავდა.
აშშ-ს თავდაცვის ძალების ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული იერიში არ იყო მიზანმიმართული შეტევა იემენის მოქალაქეთა მიმართ.
"ეს არ იყო იემენელი ხალხისადმი მიზანმიმართული შეტევა - მათ სამართლიანად სურთ ჰუსიტების უღელი გადააგდონ და მშვიდობიანად იცხოვრონ". - თქვა აშშ-ს თავდაცვითი ძალების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.