აშშ-ჰუსიტები

ჰუსიტები: აშშ-ს მიერ ირანის დაბომბვის გამო წითელ ზღვაში აშშ-ს გემებზე იერიშებს მივიტანთ

იემენელი ჰუსიტების ტერორისტული ორგანიზაცია აცხადებს, რომ აშშ-ს მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის გამო, ისინი წითელ ზღვაში აშშ-ს გემებს დაარტყამენ.

"ჩვენ ვადასტურებთ იემენის რესპუბლიკის ერთგულებას შეიარაღებული ძალების განცხადებისადმი, რომ ისინი მზად არიან დაარტყან აშშ-ის გემებსა და სამხედრო ხომალდებს წითელ ზღვაში" - ნათქვამია ჰუსიტების განცხადებაში.


დღეს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა ირანში არსებულ სამ ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა და ობიექტები, სადაც ურანის გამდიდრება მიმდინარეობდა, სრულად განადგურებულია.

გუშინ, იემენელმა ჰუსიტებმა ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე კონფლიქტის ფონზე განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აშშ-ს ისრაელის მხარეს ჩართვის შემთხვევაში თავდასხმებით ემუქრებოდნენ.

"თუ აშშ ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ თავდასხმასა და აგრესიაში მონაწილეობას მიიღებს, შეიარაღებული ძალები მიზანში ამოიღებენ მის გემებსა და სამხედრო ხომალდებს წითელ ზღვაში". - განაცხადა ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო სპიკერმა, იაჰია სარემ.

კომენტარები