წინააღმდეგობის პლატფორმა

ვაგრძელებთ თანამშრომლობას კოორდინაციის პლატფორმასთან - გახარია საქართველოსთვის განცხადება

პარტია გახარია საქართველოსთვის სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომლშიც აღნიშნულია, რომ საერთო მიზნების მისაღწევად პარტიისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი ფორმატი იყო სალომე ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა და თანამშრომლობა გრძელდება. 

"ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად. მათ შორის, პირველ რიგში, სინდისის პატიმრების გასათავისუფლებლად და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გზით, ქვეყნის ევროპული მომავლის აღსადგენად.

ამ მიზნების მისაღწევად, პირველივე დღიდან ვმონაწილეობთ კოორდინაციის ფორმატში და ვაგრძელებთ თანამშრომლობას" - წერია განცხადებაში.

2 აპრილს საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პროევროპული პარტიების მონაწილეობით შექნილი წინააღმდეგობის პლატფორმის მორიგ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მასში შემავალი პარტიები ივანიშვილის პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ

აქედან გამომდინარე, ყოფილი პრემიერმინისტრის კომისიაზე მისვლას საზოგადოებაში და ოპოზიციაში ნეგატიური რეაქცია მოყვა. 

კომენტარები