წინააღმდეგობის პლატფორმა

ცუცქირიძე წინააღმდეგობის პლატფორმაზე: ჩვენი მოტივაცია წინააღმდეგობის გაძლიერებაა

ჩვენთვის მთავარი მოტივაცია არის წინააღმდეგობის გაძლიერება და ქართული ოცნების ჩამოცილება ძალაუფლების იმ ბერკეტებიდან, რომელიც ჯერ კიდევ გააჩნია. მას უზურპირებული აქვს სახელმწიფო ინსტიტუტები [...] იმ სიტუაციაში ვართ, რომ უმცირესობა, ძალიან მცირე პოლიტიკური ჯგუფი მთელ საზოგადოებაზე დიქტატის დამყარებასა და ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას ცდილობს. 

ამიტომ, ჩვენი ამოცანა წინააღმდეგობაში ჩვენი წვლილის შეტანაა. ეს პლატფორმა ერთ-ერთი ის შესაძლებლობაა, რაც ამის რესურსს იძლევა. ყველა იმ მაგიდასთან ვიქნებით, სადაც ამ წინააღმდეგობის გაძლიერების გულწრფელ სურვილს დავინახავთ [...] ვართ ამ პლატფორმაში და იმ საკითხებზე ვმუშაობთ, სადაც საერთო ენას ვპოულობთ. კოორდინაციაში ვართ, იქნება ეს დაგეგმვა, ერთობლივი მუშაობა თუ რაიმე სხვა. 

თქვა თავისუფლების მოედნის ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ფორმულას ეთერში. ჟურნალისტმა გიორგი თარგამაძემ ცუცქირიძეს ჰკითხა, მისი პოლიტიკური გუნდისთვის რა არის მთავარი მოტივაცია, რის გამოც სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი წინააღმდეგობის პლატფორმის წევრები არიან.

კომენტარები