ახალი თეატრი

თავაძე: თავისუფალ ხელოვანზე თავდასხმა უპირველეს ყოვლისა თავისუფალ მოქალაქეზე თავდასხმაა

მე არ წარმომიდგენია ეს თეატრი დათო დოიაშვილის გარეშე და არც იქნება ის არავითარ შემთხვევაში მის გარეშე. ყველამ კარგად დაიმახსოვროს, რომ ეს თეატრი, როგორც სიმბოლო, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო თეატრი, არავის არ დაუთმობს, რომ გადააქციოს იმათ, რადაც ეს რეჟიმი ცდილობს რომ გადააქციოს. ეს არის ძალიან მტკივნეული დღე ყველასთვის, ვინც ქართულ თეატრში მუშაობს, უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში. იმედი მაქვს, ყველა აცნობიერებს, რამხელა თავდასხმის თვითმხილველები ვართ გამოხატვის და შემოქმედებით თავისუფლებაზე და ზოგადად თავისუფლებაზე. თეატრზე და თავისუფალ ხელოვანზე თავდასხმა უპირველეს ყოვლისა თავისუფალ მოქალაქეზე თავდასხმაა. 

ამბობს რეჟისორი დათა თავაძე. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ რეჟიმის მიერ დაჭერილი კოლეგის, ანდრო ჭიჭინაძის მხარდაჭერისა და პროტესტში აქტიური ჩართულობის პარალელურად, დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს. 

კომენტარები