გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

სსდ: დაილუქა რეგულაციასთან შეუსაბამოდ წარმოებული დაახლოებით 2,5 ტონა პლასტიკის პარკი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, დალუქულია დადგენილ რეგულაციასთან შეუსაბამოდ წარმოებული დაახლოებით 2,5 ტონა პლასტიკის პარკი - 14 სახეობის პარკის ნიმუში კი, დეგრადაციის ხარისხისა და მძიმე მეტალების შემცველობის დადგენის მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიაში.   

"პირველ ეტაპზე ინსპექტირება განხორციელდა თბილისსა და მარნეულის მუნიციპალიტეტში  მოქმედ საწარმოებში. 

ლაბორატორიული კვლევის დასრულების შემდეგ, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კანონით გათვალისწინებულ  რეაგირებას მოახდენს" - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

2018 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოში გარკვეული სისქის პოლიეთილენის პარკების წარმოება შეწყდა, 2019 წლიდან კი არაბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება, გამოყენება და იმპორტი სრულად აიკრძალა. 

კომენტარები