გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

ჭიათურაში ღობეში გახლართული შველი გადაარჩინეს და ველურ ბუნებაში დააბრუნეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ცხელ ხაზზე შევიდა შეტყობინება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურში შველის პოვნის შესახებ და ადგილზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები მივიდნენ.

"მოქალაქის განმარტებით, შველი ღობეში იყო გახლართული და მისი დაცვის მიზნით, თავის საკარმიდამო ნაკვეთში გადაიყვანა. შვლის გარეგნული დათვალიერების შედეგად დეპარტამენტის თანამშრომლები დარწმუნდნენ, რომ დაზიანება არ აღენიშნებოდა და იგი ველურ გარემოში გაუშვეს", - აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები