გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოს დაცვა: მალტის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთში ზღვა ნავთობპროდუქტებით დააბინძურა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, მალტის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან, ზღვა ნავთობპროდუქტებით დააბინძურა.

გემის კაპიტანს ფოთის საქალაქო სასამართლომ 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა, რასაც დაემატა გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა 1045 ლარის ოდენობით.

გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვა.

კომენტარები