გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოს დაცვა: მარტვილში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოვავლინეთ

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციიღ, მარტვილის მუნიციპალიტეტში ორი უკანონო სახერხი საამქრო და სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 6 ფაქტი გამოავლინეს. 

"ამოღებულია რცხილასა და კრიპტომერიის სახეობის დაუფირნიშებელი მორები და უკანონოდ მოპოვებული 5 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი" - აცხადებს ზედამხედველობის სააგენტო.

სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ 12 ოქმი. რომლებიც ითვალისწინებენ საჯარიმო სანქციებს 1000-დან 2000 ლარამდე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტაენტი აღნიშნავს, რომ საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნა.

კომენტარები