წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია

გვარამია: არ ვაღიარებ ამ კომისიას, არ მივედი სრულიად შეგნებულად

მე არ ვაპირებ გამონაკლისი ვიყო და ისტორიის ბნელ მხარეს ვიდგე, ეს ერთი, მეორე ეს კომისია შექმნილი საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ, ამიტომ არ ვაპირებ ანტიკონსტიტუციური ორგანოების სრულიად გაუგებარი წარმომადგენლების თუ თავმჯდომარეების დანაბარების აღსრულებას.

ეს ყველაფერი მივიღე და არ მივედი სრულიად შეგნებულად… მე არ ვაღიარებ ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას ისევე, როგორც ცივილიზებული სამყაროს ყველა წარმომადგენელი [...] შესაბამისად, იმას, რასაც არ ვაღიარებ ჩემს ანგარიშს ვერ წარვუდგენ და სამართლებრივ ვალდებულებას მათ წინაშე ვერ ვცნობ. კონსტიტუციას არღვევს ეს ორგანო, რატომ არღვევს? - ამ ორგანოს ნახევარი მაინც უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი, ახლა ერთიც არ არის. ზუსტად ამას იწვევს ოპოზიციის არ შესვლა პარლამენტში. ვერ მიიღება ისეთი ორგანოს შექმნა, სადაც უნდა იყოს ოპოზიციაც და არ არის.

თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, რომელიც წულუკიანის კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც კომისიამ მისი საქმე პროკურატურას გადასცა.

კომენტარები