დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

FT: ტრამპის მაღალჩინოსანი ევროპას აშშ-სა და ჩინურ ტექნოლოგიებს შორის არჩევისკენ მოუწოდებს

Bloomberg

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთმა მაღალჩინოსანმა ამერიკულ და ჩინურ ტექნოლოგიებს შორის არჩევანის გაკეთების საჭიროებაზე გააფრთხილა ევროპელი მოკავშირეები, რომლებიც ილონ მასკის Starlink-თან თანამშრომლობაზე ყოყმანობენ.

გამოცემასთან ინტერვიუში ფედერალური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, ბრენდან კარმა, აღნიშნა, რომ "მოკავშირე დასავლურმა დემოკრატიებმა ყურადღება გრძელვადიან ბუას: ჩინეთის კომუნისტური პარტიის აღმასვლას უნდა დაუთმონ".

Financial Times-ის ინფორმაციით, კარის კომენტარების ფონზე, ევროპული მთავრობები და ზოგიერთი ევროპული კომპანია განიხილავს, თუ რამდენად სანდო პარტნიორია Starlink, რომლის მფლობელიც მასკის კომპანია SpaceX-ია და იგი მაღალი სიჩქარის სატელიტურ ინტერნეტს აწვდის მომხმარებლებს.

კარის თქმით, რომელიც მასკის დიდი ხნის მოკავშირეა, "სამწუხაროა", რომ გრძელვადიან გადაწყვეტილებებზე პოლიტიკას აქვს გავლენა.

"თუკი Starlink გაღელვებთ, მაშინ დაელოდეთ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ვერსიას, და მაშინ ნამდვილად გექნებათ სანერვიულო". - თქვა მან.

ინტერვიუში კარმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, ევროპა ვაშინგტონსა და პეკინს შორის იყო მოქცეული. მისი თქმით, "დიდი დაყოფა" იწყება ჩინეთის კომუნისტური პარტიის მხარეს მყოფ და დანარჩენ ქვეყნებს შორის ხელოვნური ინტელექტისა და სატელიტური ტექნოლოგიების კუთხით.

ამასთანავე, მან ევროპულ კომისიას "პროტექციონიზმსა" და "ანტიამერიკული" განწყობების ქონაში დასდო ბრალი.

"თუკი ევროპას საკუთარი სატელიტური თანამგზავრები ექნება, მაშინ დიდებული, ჩემი აზრით, არც უფრო მეტია, მით უკეთესი. მაგრამ უფრო ზოგადად, ვფიქრობ, ევროპა ცოტა აშშ-სა და ჩინეთს შრის არის მოქცეული და ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა". - თქვა კარმა.


9 მარტს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაახლოებული ამერიკელი მილიარდერი ბიზნესმენი, ილონ მასკი, X-ზე წერდა, რომ Starlink-ის სისტემის გათიშვის შემთხვევაში უკრაინის "ფრონტი სრულად ჩამოინგრევა".

მასკის განცხადებას მალევე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ "აგრესიის მსხვერპლის მუქარის ეთიკური მხარე გვერდზე რომ გადავდოთ, თუ SpaceX არასანდო მომწოდებლად იქცევა, მოგვიწევს ალტერნატიული მომწოდებლების ძიება".

თავის მხრივ, შიკორსკის განცხადებასთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დაწერა, რომ უკრაინას Starlink-ის გათიშვით არავინ დამუქრებია, ხოლო მასკმა აღნიშნა, რომ Starlink უკრაინაში ტერმინალებს "არასდროს გათიშავს".

"სრულად გასაგები რომ იყოს - მიუხედავად იმისა, თუ რამდენად არ ვეთანხმები უკრაინის პოლიტიკას, Starlink ტერმინალებს არასდროს გათიშავს". - დაწერა მასკმა.

კომენტარები