სუდანის სამოქალაქო ომი

RSF-მა დარფურზე იერიში მიიტანა - გაეროს მონაცემებით, დაღუპულია, სულ მცირე, 300 ადამიანი

France 24

სუდანში, დარფურის რეგიონზე შეიარაღებული დაჯგუფების, სწრაფი რეაგირების ძალებმა (RSF) მიიტანა, რის შედეგადაც გაეროს მიერ გავრცელებული წინასწარი მონაცემებით, სულ მცირე, 300 ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, 11 და 12 აპრილს, შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, სწრაფი რეაგირების ძალებმა (RSF) ზამზამისა და აბუ შუკის ლტოლვილების ბანაკებსა და ჩრდ.დარფურში მდებარე ქალაქ ალ-ფაშირში შეიჭრნენ.

დაღუპულთაგან 10 ადამიანი საერთაშორისო ორგანიზაცია, Relief International-ის წარმომადგენელი იყო, რომლებიც სუდანში ჰუმანიტარული მისიით იმყოფებოდნენ.

კომენტარები