სუდანის სამოქალაქო ომი

სუდანში თვითმფრინავი Ил-76 ჩამოაგდეს, ბორტზე, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეებიც იყვნენ

სუდანის პროვინცია ჩრდილოეთ დარფურში, სადაც ქვეყნის რეგულარულ არმიასა და სამხედრო ორგანიზაცია სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) შორის ბრძოლა მიმდინარეობს, სატვირთო თვითმფრინავი Ил-76 ჩამოაგდეს, რომლის ეკიპაჟში, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.

"საელჩო სუდანის ხელისუფლებასთან კონტაქტშია და იღებს ყველა საჭირო ზომას ამ ინციდენტის გარემოებების გასარკვევად. სიტუაციას ართულებს ის, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა დარფურში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს". - წერს რუსეთის საელჩო სუდანში.

კომპანია New Way Cargo-ს სატვირთო თვითმფრინავი რეისს რას ელ-ჰაიმის (ემირატები) საერთაშორისო აეროპორტიდან ჩადის ქალაქ ამჯარასის მიმართულებით ასრულებდა, რომელიც სუდანის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

Sudan War Monitor-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი, სავარაუდოდ, RSF-ის მებრძოლებმა ადგილობრივი დროით 04:00 საათზე ჩამოაგდეს. პორტალის ცნობით, მათ სატვირთო თვითმფრინავი სუდანის არმიის ბომბდამშენში აერიათ.

კომენტარები