"დამიძახონ და წულუკიანს სიამოვნებით ამოვაგლეჯ გესლიან ენას - ღალატის კომისია" - წერს ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი Facebook-ზე და TV პირველზე ჩართვის ვიდეოს აზიარებს, სადაც ამბობს, რომ გიორგი გახარია ოცნების "საგამოძიებო კომისიის" სხდომაზე "დააჩმორეს და დააპატარავეს".
"მაგალითად, გადაწყვიტე, მიხვიდე, ჰო?... თუ მივიდოდა და ეტყოდა წულუკიანს, წაუკითხავდა მამამისის მიერ დახვრეტილი ადამიანების სიას და ჰკითხავდა - მოდი, აბა, მამაშენის მკვლელობები ხომ არ გამოვიძიოთ? ან ეტყოდა, მაგალითად, წულუკიანს, რომ ბოტასიპარია ფარცხალაძე რომ იყო გენერალური პროკურორი შენი იუსტიციის მინისტრობისას, მოდი, ეს პერიოდი გამოვიძიოთ. მაგალითად, თუ ეტყოდა, რომ ჯალათეა, ხომ არ გამოვიძიოთ ეს საკითხი, საყდრისი როგორ ააფეთქეს და ბიძინამ როგორ მიითვისა ეს მილიარდები, მაგრამ ამ კითხვებს ხომ გახარია ვერ დასვამს, თქვენ ხომ გესმით, რომ ეს კაცი თანამონაწილეა... როგორ ბავშვურად იქცეოდა, ჯერ თუ მიდიხარ, მიდი, კარგი ბატონო, მაგრამ კაცურად მაინც მოიქეცი ბიჭო, ქალბატონი ალუდას დასაჩმორებელი როგორ უნდა გახდე" - თქვა ხაბეიშვილმა TV პირველის ეთერში.
კითხვაზე, რას ეძახის კაცურად მოქცევას და რა უნდა ეთქვა გახარიას, ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე პასუხობს:
"აი, ანწუხელიძეზე რაც თქვა ჯალათეამ, აი, ენას თუ ამოაგლეჯდა პირდაპირი მნიშვნელობით, მე ვიტყოდი, რომ მაგარი კაცია გახარია. ეს თემა საზოგადოებას ყველაზე მეტად ეტკინა, გამწარდა და სულში ჩააფრთხეს, აი, ამაზე თუ იტყოდა, ვიტყოდი, რომ კაცურად მოიქცა, ჯიგრიანად, კი არ მიჯირყვნეს და დააჩმორეს, აი, ნახეთ, რა მაგრად მოიქცა, მაგრამ დაპატარავებული იყო, ვერც საუბრობდა" - ამბობს ხაბეიშვილი.
წამყვანის კითხვაზე, ამ გამოდახედიდან რას ფიქრობს ოცნების კომისიაზე მისვლაზე, ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე პასუხობს, რომ "კიდევ გეუბნებით, თუ ამ ყველაფერს იზამდა, მე ვიტყოდი, რომ ყოჩაღ გახარიას, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ვაღიარებთ".
"მაგრამ პირადად მე რატომ უნდა დამიძახონ, წინა ხელისუფლებაში მთავრობაში არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ - იქ რომ შესაძლებლობა მქონდეს და დამიძახოს წულუკიანმა, დიდი სიამოვნებით ენას ამოვაძრობ, მართლა გეუბნებით. რატომ იცით? აი, ანწუხელიძეზე რაც თქვა, გენერლებს როგორც ექცეოდა, როგორც ლაპარაკობდა...
ასეთ მოსაუბრე წულუკიანს თუ მისი მამის დახვრეტილ ადამიანებს შევახსენებდი, თუ ენას ამოვაგლეჯავდი, კი, სიამოვნებით მივიდოდი და თუ გავახსენებდი, რომ კაგებეს აგენტის შვილი დღეს ე.წ მთავრობას წარმოადგენს, კობახიძეს ვგულისხმობ. მოდი, გამოვიძიოთ, რა კავშირები აქვს კაგებესთან კობახიძის მამას. იცით რა, ვინც ამას ეტყოდა, თუნდაც ერთი ადამიანი მივიდეს, ნუ მივა იქ 50, მაგრამ თუ ვინმე გადაწყვეტდა, რომ მისულიყო, ეს უნდა გაეკეთებინათ, ამაზე ვბრაზობ და ამაზე ვწუხვარ" - თქვა ხაბეიშვილმა.





