რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინაში კოალიციის ჯარი სამშვიდობო ძალა არ იქნება

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰეილიმ თქვა, რომ უკრაინაში "მსურველთა კოალიციის" ჯარისკაცები სამშვიდობო ძალები არ იქნება და განმარტა, რომ კოალიციის ძალები უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად იმოქმედებენ. 

ამის შესახებ ჰეილიმ ბრიუსელში NATO-ს შტაბბინაში "უკრაინის თავდაცვის ჯგუფის" შეხვედრაზე ილაპარაკა.

"ეს არ არის სამშვიდობო ძალები, რომლებიც ამჟამად მეომარ მხარეებს კონტაქტის ხაზთან გაყოფენ. [...] პუტინის აგრესიის განახლების შეკავების ყველაზე ეფექტიანი საშუალება, ცეცხლის შეწყვეტის გამყარების საუკეთესო გზა თავად უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერეა". - თქვა ჰეილიმ. 

ჰეილიმ სამიტის შემდეგ კოალიციის ოთხი სტრატეგიული მიზანი დაასახელა: უსაფრთხო საჰერო სივრცე, უსაფრთხო საზღვაო სივრცე, მშვიდობა ხმელეთზე და ძლიერი უკრაინული ჯარი. 

ბრიტანეთის მინისტრმა ასვეეგამოაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო და ნორვეგია უკრაინას დამატებითი 450 მილიონი ფუნტის ღირებულების დახმარებას მიაწვდის. მხარდაჭერის პაკეტიდან დაახლოებით 350 მილიონ ფუნტს გაერთიანებული სამეფო გადაიხდის, დანარჩენს კი ნორვეგია დააფინანსებს "უკრაინისთვის საერთაშორისო ფონდის" საშუალებით, რომლებსაც ბრიტანეთი ხელმძღვანელობს. 

ჰეილიმ ასევე თქვა, რომ "მსურველთა კოალიცია" უკრაინისთვის თავის მხარდაჭერას გააძლიერებს. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინისთვის მხარდაჭერის ზრდა არის საჭირო,  "რათა უკრაინის თავდაცვის გაძლიერებით რუსული აგრესია" შეაკავონ. ჰ

"არ შეიძლება, რომ ომზე დავიწყებით მშვიდობა საფრთხეში ჩავაგდოთ, სწორედ ამიტომ დღევანდელი მსხვილი პაკეტი ფრონტის ხაზზე უკრაინის ბრძოლისთვის მხარდაჭერას გაზრდის". - თქვა ჰეილიმ. 

პაკეტის დაფინანსება მოიცავს ასობით ათასობით დრონსა, რადიოლოკაციურ სისტემებსა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს. გარდა ამისა, დაახლოებით 160 მილიონი ფუნტი გამოყოფილია უკრაინისთვის უკვე მიწოდებული ჯავშანტექნიკისა და აღჭურვილობის შესაკეთებლად. 

თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ "მსურველთა კოალიციის" სამუშაო "სასიცოცხლო მნიშვნელობისაა უკრაინის შეძლებისდაგვარად უძლიერეს პოზიციაში ჩაყენებისთვის". 

"ჩვენ გზავნილს ვუგზავნით პრეზიდენტ პუტინსა და [უკრაინის თავადაცვის] მინისტრ უმეროვსა და უკრაინელ ხალხს. ჩვენ ბრძოლაში თქვენს გვერდით ვდგავართ და მშვიდობაში თქვენს გვერდით ვიქნებით". - თქვა ჰეილიმ. 

მანვე დაამატა, რომ "2025 უკრაინაში ომისთვის კრიტიკული წელიწადია და ეს კრიტიკული მომენტია".

"ჩვენი, როგორც თავდაცვის მინისტრების, საქმეა, რომ უკრაინელ მეომრებს სასწრაფო სამხედრო დახმარება მივაწოდოთ". - თქვა ჰეილიმ.  

კომენტარები