10 აპრილს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა პალატის წევრების მასშტაბური წინააღმდეგობა დაძლია და აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის მიერ დამტკიცებული საბიუჯეტო რეზოლუციის გატანა მოახერხა.
წარმომადგენელთა პალატამ ხუთშაბათს მცირე უპირატესობით - 216 ხმა 214-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა რესპუბლიკელების საბიუჯეტო გეგმას, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საკანონმდებლო დღის წესრიგისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვება გახდა. რეზოლუციას ორმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, თომას მასიმ და ვიქტორია სპარტციმ არ დაუჭირა მხარი.
ტრამპმა წარმომადგენელთა პალატას რეზოლუციის მიღება მიულოცა და Truth Social-ზე დაწერა, რომ ეს ნაბიჯი " აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ხელმოწერის ფუნდამენტი გახდება".
"ბევრ სხვა საკითხთან ერთად, ეს იქნება ყველაზე მასშტაბური საგადასახადო და რეგულაციური შემცირება, რაც კი ოდესმე ოდესმე აქამდე განხილულა," – განაცხადა ტრამპმა.
სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა საბიუჯეტო რეზოლუციის მიღებას "მიზანდასახულობისა და ძალის დემონსტრირება" უწოდა.
ჯონსონი და თეთრი სახლი მთელი მიმდინარე კვირის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების დარწმუნებაზე, რომ რეზოლუციის დამტკიცებით ისინი მიიღებდნენ იმ 1.5 ტრილიონი დოლარის მოცულობის ხარჯების შემცირებას, რომელსაც ითხოვდნენ.
ჯონსონმა ხუთშაბათს დილით ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მისი რწმენით, მას აქვს მოპოვებული საკმარისი ხმა, რათა "საბოლოდ დაძრას წინ პრეზიდენტ ტრამპის ერთი დიდი, მშვენიერი რეზოლუციის დამტკიცების გეგმის საწყისი ვერსია".
რეზოლუცია, რომელიც აქამდე სენატმა 5 აპრილს დაამტკიცა, ხარჯების შემცირებას მინიმუმ 4 მილიარდი დოლარით ითვალისწინებს. ეს ბევრად ნაკლებია იმ ვერსიასთან შედარებით, რომელიც ადრე წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა და 1.5 ტრილიონი დოლარის შემცირებას ითხოვდა. რესპუბლიკელები ამტკიცებენ, რომ 4 მილიარდი მხოლოდ მინიმალურ ზღვარს წარმოადგენს და არ უშლის ხელს კონგრესს, მომავალში ხარჯების გაცილებით მასშტაბური შემცირებაც მოახერხოს.





