რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

უკრაინელმა სამხედროებმა ბელგოროდის საზღვრის გარღვევის ამსახველი ვიდეო გაავრცელეს [VIDEO]

უკრაინის 225-ე ცალკეული მოიერიშე პოლკი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, როგორ გაარღვია მათმა ჯავშანტექნიკამ რუსეთის საზღვარი ბელგოროდის ოლქის მიმართულებით. უკრაინელმა სამხედროებმა ვიდეოში ასახული მეთოდით დანაღმული ველის, მიწაყრილისა და ე.წ. "დრაკონის კბილების" გარღვევა შეძლეს.

"კურსკის ოლქში ჩვენი ოპერაციის შემდეგ, რუსებმა "დასკვნები გამოიტანეს": ყველა საზღვარი გაამაგრეს, რომ სხვა ადგილზე განმეორებითი გარღვევები გამოერიცხათ. ბელგოროდის ოლქში 10 მილიარდ რუბლზე მეტი დახარჯეს "თანამედროვე და საიმედო ფორტიფიკაციებისთვის"" - წერს 225-ე პოლკი.

18 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ კითხვას, ატარებს თუ არა უკრაინა ბელგოროდის ოლქში ოპერაციებს, უპასუხა, რომ კიევს აქვს უფლება გადადგას ნაბიჯები სადაზღვეო ნაბიჯები, რათა რუსეთის იერიშები თავიდან აიცილონ.

რამდენიმე კვირის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდში შეღწევა სცადეს, დემიდოვკისა და პრისელიეს დასახლებების მიმართულებით.

8 აპრილს ზელენსკიმ პირველად დაადასტურა, რომ უკრაინელი სამხედროები რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქში იმყოფებოდნენ. 

 

კომენტარები