უცხოური გრანტები

კალაძე გრანტების კანონზე: "დიფ სთეითი" იპოვის ახალ გზებს, რომ ქვეყანაში თანხები შემოვიდეს

რაც შეეხება თანხების მიღებას, USAID-ისა და NED-ისგან თანხების შემოტანა ვერ ხდება, მაგრამ "დიფ სთეითი" იპოვის ახალ გზებს, რითაც ეცდება, რომ ქვეყანაში თანხები შემოვიდეს, რაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას მოხმარდება.

იცით, რომ "დიფ სთეითი" ჯერ არ დამარცხებულა. ის არსებობს და ღრმა ფესვები აქვს გადგმული არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენ საკმაოდ ადრე დავიწყეთ ამაზე საუბარი. ბევრს არ სჯეროდა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა პრიორიტეტად სწორედ "დიფ სთეითის" დამარცხება გამოაცხადა და ვნახოთ, როგორ მიიყვანს ბოლომდე ამ დაპირებას.

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე ივანიშვილის მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება.

კომენტარები