სასამართლომ ISFED-ისა და ძლიერი საქართველოს სარჩელები არ დააკმაყოფილა - სარჩელები ცესკოს დადგენილებაში ცვლილებებს ეხება.
ცვლილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერ პირს, ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, ასევე მისი გამორთმევა ეკრძალება. გარდა ამისა, იზღუდება საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში ფოტო-ვიდეოგადაღება
"ე.წ. კარუსელების შემთხვევების დაკანონებასთან გვაქვს საქმე. ძალიან რთულია ჩვენთვის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ეს ცვლილებები, რამდენადაც ჩვენთვის სრულიად წართმეულია უფლება, რომ გადავამოწმოთ ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, რაც ერთიანობაში, ნეგატიურად აისახება საარცევნო პროცესებისადმი ნდობის საკითხში" - ამბობს ISFED-ის წარმომადგენელი TV პირველთან.
კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრის, თორნიკე ართქმელაძის თქმით, როდესაც ისეთი ფაქტები იქნება, როგორიც იყო წინა არჩევნებზე, მამაკაცი ქალის პირადობის მოწმობით ან პასპორტებში ჩადებული ფურცლის ნაგლეჯებით, როდესაც რეგისტრატორები რეალურად ყალბ მონაცემებს შეიყვანენ აპარატზე, დამკვირვებლებს აღარ ექნებათ უფლება, რომ ეს ყველაფერი აღბეჭდონ ფოტოზე ან გადაიღონ ვიდეო.
"ეს არის ერთადერთი რამის დასტური: 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. გაყალბდა ისე, როგორც ამას ჩვენ ვამბობთ დიდი ხანია, ე. წ. კარუსელებით. გამოყენებული იყო უცხოეთში მცხოხვრები საქართველოს მოქალაქეების პირადი ნომრები. ეს მეთოდი, როგორც ჩანს, მმართველმა პარტიამ ძალიან კარგად დატესტა და ახლა ცდილობს, გაატაროს ისეთი ცვლილებები, რაც ამ კარუსელს ვერ შეუშლის ხელს" - ამბობს ართქმელიძე TV პირველთან.





