დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

აშშ-სა და ევროპაში ტრამპის ადმინისტრაციის საწინააღმდეგო მასშტაბური აქციები გაიმართა

5 აპრილს აშშ-ს მასშტაბით და რამდენიმე ევროპულ ქალაქში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და მისი პოლიტიკის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა.

საპროტესტო აქციები სახელწოდებით "ხელები შორს!" აშშ-ს მასშტაბით დაახლოებით 1.400 ლოკაციაზე გაიმართა, მათ შორის, ფედერალურ შენობებთან, კონგრესის ოფისებთან, კაპიტოლიუმებთან, პარკებთან და ქალაქების მერიების მიმდებარე ტერიტორიებთან.

პარალელურად, პროტესტები გაიმართა ისეთ ევროპულ ქალაქებში, როგორიცაა ბერლინი, პარიზი, ლონდონი, ფრანკფურტი და ლისაბონი.

ბერლინში აქციის მონაწილეებმა პროტესტი ილონ მასკის წინააღმდეგ Tesla-ს შოურუმთან გამართეს. "გაჩუმდი ილონ, შენ არავის აურჩევიხარ!" - ეწერა დემონსტრანტების პლაკატებზე.

ორგანიზატორების თქმით, მათ აქვთ სამი ძირითადი მოთხოვნაა:

  1. დასრულდეს მილიარდერთა ბატონობა და ტრამპის ადმინისტრაციაში არსებული უკიდურესი კორუფცია;

  2. შეწყდეს ფედერალური დაფინანსების შემცირება ისეთი პროგრამებისთვის, როგორიცაა Medicaid, სოციალური უზრუნველყოფა და სხვა სოციალური პროგრამებისთვის.

  3. დასრულდეს თავდასხმები მიგრანტებზე, ტრანს ადამიანებსა და სხვა დაუცველ თემებზე.

კომენტარები