რძის ნაწარმი

ზურაბიშვილი რძის სკანდალზე: სწორედ იმიტომ გვინდა ევროპა, რომ მოქალაქე იყოს დაცული

რძის სკანდალი, რომელიც არის მაჩვენებელი, ერთის მხრივ ოლიგარქიული რეჟიმი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი არის იმისკენ მიმართული, რომ რაც შეიძლება მეტად, ეს პატარა თუ დიდი ოლიგარქები გამდიდრდნენ ხალხის ხარჯზე და ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე - არაფერს არ უკვირდებიან და არაფერი არ აფერხებთ მათ.

რატომ გვინდა ჩვენ ევროპა? 

სწორედ ამიტომ გვინდა ევროპა, რომ ადამიანი, მოქალაქე იყოს დაცული - არამხოლოდ რაღაც რეგლამენტაციებით, რომლებზეც ხელი მოწერილი აქვს ქართულ ოცნებას ასოცირების ფარგლებში (ხელის მოწერა არ ჰყოფნის, ეს უნდა შესრულდეს).

უნდა არსებობდეს ნამდვილი, დამოუკიდებელი სურსათის უვნებლობის სააგენტო, რომელიც არ გვაქვს - ეს სააგენტო არის, როგორც ყველა სააგენტო და ინსტიტუტი მათზე დამოკიდებული და არანაირად არ ასრულებს თავის ფუნქციას. 

სასამართლო, რომელშიც შეიტანა პაპაშვილმა თავის მტკიცებულებები არ არსებობს - ესე იგი, ადამიანი არაფრისგან არ არის დაცული და ეს აღმოჩნდა დღეს ძალიან ნათლად ამ სკანდალით, მაგრამ რამდენი სხვადასხვა მიმართულება არსებობს - ჩვენი პროდუქტი არანაირად არ არის დაცული.

ამ საქმიდან გამომდინარე გვაქვს სამწუხარო შედეგი - ამით მიდის ჩაძირვა ერთ-ერთი ჩვენი პროდუქციის - თუ რომელიმე პროდუქციაა, რომელიც არის სრულიად ქართული და არა იმპორტზე დამოკიდებული, ეს სწორედ რძე და რძის ნაწარმია. 

ამიტომ, ძალიან მავნებლური სქემებია აქ - ეს ყველაფერი თაღლითობის შედეგად და იმის, რომ ვიღაცები კიდევ უფრო გამდიდრდნენ და ხალხის ხარჯზე მოხდეს ეს.

ასე გამოეხმაურა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რძის რამდენიმე ნიმუშში გამოვლენილ შეუსაბამობის ფაქტს.

ცნობისთვის, ​​​​სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მათმა ინსპექტორებმა 28 მარტს შპს ვიმ-ბილ-დან საქართველო (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) შეამოწმეს - მათი ინფორმაციით, ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, "თუმცა, დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად".
 

კომენტარები