პოლონეთი

პოლონეთი ტუსკის პარტიაზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში რუსეთს და ბელარუსს ადანაშაულებს

პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი
 REUTERS/Aleksandra Szmigiel/File Photo

პოლონეთის ვიცეპრემიერის, კშიშტოფ გავკოვსკის თქმით, პოლონეთის პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკის პარტიაზე, სამოქალაქო პლატფორმაზე, განხორციელებული კიბერ თავდასხმის უკან რუსეთი და ბელარუსი დგანან.

გავკოვსკის თქმით, ოთხშაბათს, 2 აპრილს სამოქალაქო პლატფორმაზე განხორციელებულ თავდასხმა რუსეთის ფედერაციიდან და ბელარუსიდან მოქმედმა ჯგუფებმა მიიტანეს.

ვიცეპრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდასხმა ორგანიზებული და წინასწარ დაგეგმილი იყო, და დაამატა, რომ პოლონეთის სახელმწიფო სტრუქტურები ამას განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდებიან.

"ჩვენ გვაქვს დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ეს თავდასხმა არ ყოფილა შემთხვევითი. მსგავსი ინციდენტი შესაძლოა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისა თუ სახელმწიფო დაწესებულების წინააღმდეგ განხორციელდეს," - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 2 აპრილს, პოლონეთის პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკმა თქვა, რომ მისი პარტიის, "სამოქალაქო პლატფორმის", IT სისტემები კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა. 

პოლონეთის მთავრობის თქმით, მაისში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ უცხოური ჩარევისა და დივერსიის თავიდან ასაცილებლად ის მაღალი მზადყოფნის რეჟიმში იმყოფება. ხელისუფლების მტკიცებით, უკრაინის მხარდაჭერაში მისი აქტიური როლი პოლონეთს მოსკოვის უსაფრთხოების სამსახურების მთავარ სამიზნედ აქცევს. რუსეთი ამ ბრალდებებს უარყოფს.  

კომენტარები