ძალიან შემაშფოთებელია ის უკუსვლა, რასაც საქართველოში აქვს ადგილი. თქვენ ნახეთ საგარეო საქმეთა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქალბატონი კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ქალბატონი კოსის მიერ გავრცელებული განცხადება და ჩვენ, ნიდერლანდები, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი, ამ განცხადებას მხარს სრულად ვუჭერთ.
ჩვენ საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა პროევროპელია, მათ სურთ ევროპული მომავლისკენ სწრაფვა და გვინდა მათ მხარი დავუჭიროთ, რათა თავიანთი პოზიცია შეინარჩუნონ.
ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება
ველდკამპი: საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ
