დანია-უკრაინა

დანიამ უკრაინისთვის €871-მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტი გამოყო

Kyiv Independent

დანიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტმა უკრაინისთვის რიგით 25-ე სამხედრო დახმარების პაკეტზე კონსულტაციები გამართა.

დანიის ხელისუფლება უკრაინას €871-მილიოინიან სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.

უკრაინა პაკეტს 2025-2027 წლების განმავლობაში, ეტაპობრივად მიიღებს.

პაკეტის საკვანძო ელემენტებია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, არტილერია და უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ფინანსური დახმარებაა.

"უსაფრთხოების საკითხები სწრაფად იცვლება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დანიამ განაგრძოს უკრაინის მასშტაბური დახმარება". – თქვა დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პოულსენმა.

თავის მხრივ, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლეკე რასმუსენმა თქვა, რომ ახალი პაკეტი "უკრაინის სამხედრო პოტენციალს გააძლიერებს".

"ევროპის მომავლისთვის უკრაინის უსაფრთხოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იმედი მაქვს ჩვენი დახმარება სხვა მოკავშირეებისთვის მაგალითი გახდება".

კომენტარები