დანია-უკრაინა

დანია ნიკოლაევის ოლქში საელჩოს ფილიალს გახსნის, რომელიც ოლქის აღდგენაზე იმუშავებს

ნიკოლაევის ოლქში დანიის საელჩოს ინიციატივით ფილიალი გაიხსნება, რომელიც უკრაინული ქალაქის აღდგენაზე იმუშავებს.

ახალი პროექტის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლეკე რასმუსენმა კიევში გამართულ შეხვედრაზე ილაპარაკა. ამ დროისთვის კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.

"უკრაინის აღდგენა ომის დასრულებამდეა აუცილებელი. მინდა გაცნობოთ, რომ დანია საელჩოს ფილიალს გახსნის ნიკოლაევში. ჩვენ განსაკუთრებულად დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ქალაქისა და რეგიონის წინაშე". – განაცხადა რასმუსენმა.

დანიის საელჩოს ფილიალი მჭიდროდ ითანამშრომლებს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებასთან.

მიმდინარე წლის მარტში დანიამ მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც ნიკოლაევის ოლქის აღდგენას ითვალისწინებს.

ნიკოლაევის ოლქის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი რუსული დაბომბვების შედეგად არის განადგურებული.

კომენტარები