დანია-უკრაინა

დანია მზად არის უკრაინაში სამშვიდობო ჯარი გაგზავნოს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლეკე რასმუსენი და თავდაცვის მინისტრი ტროელს ლუნდ პულსენი, 2024 წლის აპრილი
MOD of Denmark

დანიის მთავრობამ და პარლამენტმა უკრაინაში სამშვიდობო ჯარის გაგზავნის საკითხზე კონსენსუსს მიაღწია.

10 მარტს დანიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ლარ ლეკე რასმუსენი და ტროელს ლუნდ პოულსენი პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც უკრაინაში ჯარის შესაძლო გაგზავნის საკითხზე მსჯელობა გაიმართა. მინისტრებმა საპარლამენტო პარტიების უმეტესობისგან მხარდაჭერა მიიღეს.

"მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ სწორი გზავნილები გაუგზავნოს როგორც პუტინს, ისე ვაშინგტონს. ეს არის ის, რასაც დღეს ვაკეთებთ. თუ მივიდა იქამდე, რომ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო შეთანხმება მოითხოვს ევროპულ ჩართულობას, დანია პრინციპში მზად არის ეს გააკეთოს". – თქვა რასმუსენმა.

პოულსენის განმარტებით, ამ ეტაპზე ჯარის გაგზავნის კონკრეტული გეგმა არ არსებობს:

"ჩვენ არ გადაგვიწყვეტია აგვეღო საკუთარ თავზე კონკრეტული ვალდებულებები. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები".

ბოლო პერიოდში მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო, ომის დასრულების შემდეგ, უკრაინაში 30 000 ჯარისკაცის განთავსებას გეგმავს.

კომენტარები